19 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ "ვალების განულებით" არჩევნების წინ ხელისუფლება ხმების მოპოვებას შეეცადა - TI

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. „ვალების განულების” ინიციატივას მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს.

ამავე დროს, გამოკითხულთა უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ეს პროგრამა უპირველეს ყოვლისა მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობა იყო და არა ჭარბვალიანობასთან ბრძოლა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით, ვალების განულებას გამოკითხულთა 45% დადებითად აფასებს, 18% - ძალიან დადებითად.

გამოკითხულთა 38% სრულად ეთანხმება აზრს, რომ ვალების ჩამოწერის მიზანი წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების მოპოვების მცდელობა იყო. ამ მოსაზრებას ასევე ეთანხმება გამოკითხულთა 16%.

ასევე, გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ ეს ინიციატივა მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს არ შეხებია.

დღის ამბები