19 ნოემბერი 2024,   07:16
ვრცლად
"მოსახლეობის 70% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მეტ-ნაკლები ინტენსივობით ერევა მედიის საქმიანობაში" - TI წარმომადგენლები კვლევის შედეგებზე საუბრობენ

სამწუხაროა, როცა მოსახლეობის 70%  მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მეტნაკლები ინტენსივობიტ ერევა მედიის საქმიანობაში - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე.

მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში, კითხვაზე “რამდენად ერევა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში, რათა უზრუნველყოს მოვლენების მისთვის მისაღები ფორმით გაშუქება”, მოსახლეობის 31% ფიქრობს, რომ ხელისუფლება ყოველთვის ერევა მედიის საქმიანობაში, ხოლო 43%-მა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ხანდახან ერევა.​​​​​​​

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ჩატარებული კვლევის შედეგებს აფასებს.

ეკა გიგაური ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს.

„ისინი ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, როგორც ჩანს მოსახლეობა ელოდება ახალ პოლიტიკურ პარტიას ან იმას მაინც, რომ ძველი პოლიტიკური პარტიები თავიანთ მიდგომებს შეცვლიან,“-ამბობს გიგაური.

მისი თქმით, საინტერესოა მოსახლეობის მიდგომა ვალების განულების პროგრამასთან დაკავშირებით. ეკა გიგაური ამბობს, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი პროგრამას დადებითად აფასებს, თუმცა მოსახლეობის ასევე დიდი ნაწილი, ნახევარი ფიქრობს, რომ ვალების ჩამოწერა წინასაარჩევნოდ გაკეთდა და კავშირი არ ჰქონდა ჭარბვალიანობის დაძლევას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის არგუმენტი თითქოს ვერ მოხერხდა შეთანხმება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე მიუღებელია.

ნატროშვილი ამბობს, რომ არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ თუ მოინდომა მმართველმა პარტიამ, როგორ ხდება პარტიის შიგნით აზრისა და მხარდაჭერის მობილიზება.

ამავე თემაზე
დღის ამბები