19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ივანიშვილის მორიგი ეპისტოლე - "ოცნების" ლიდერის წერილს 9 აპრილზე, ოპონენტები ცინიკურს და უტიფარს უწოდებენ

ბიძინა ივანიშვილის მორიგი ეპისტოლე - ვრცელ და ემოციურ წერილის სტრიქონებს, რომელიც ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ და მნიშვნელოვან დღეს მიუძღვნა, შეფასებები უკვე მოჰყვა.

ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთი-ერთი გმირისა და ყველაზე აქტიური ლიდერისთვის ბიძინა ივანიშვილის წერილი წინასაარჩევნო ტრიუკია. ირაკლი წერეთელი ამტკიცებს, რომ ყოფილმა პრემიერმა არამხოლოდ შუალედური არჩევნების, არამედ 2020 წლის გადამწყვეტი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება და ამიტომ ის ყველას და ყველაფერს 9 აპრილის ტრაგედიასაც, მერაბ კოსტავასაც და ზვიად გამსახურდიასაც მისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

9 აპრილის 30  წლისთავზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში მხოლოდ ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ გეგმებს ხედავს თამარ ჩხეიძე. მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი, ამტკიცებს, რომ 9 აპრილის სისხლიანი დარბევის ერთ -ერთი ავტორის გენერალ ლებედის დამფინანსებელს - ბიძინა ივანიშვილის -შეუძლებელია ამ მოვლენების მიმართ სენტიმენტები ქონდეს. თამარ ჩხეიძე ფიქრობს, რომ ის რასაც ვხედავთ და ის რასაც ვკითხულობთ ყველაფერი ივანიშვილის პოლიტიკურ პიარისთვის გამოგონილი სიყალბეა.

ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავზე საგანგებო წერილი დღეს დილით გამოაქვეყნა. ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა საქართველო ისტორიის ყევლაზე მძიმე მომენტები პირველად გაიხსენა. ივანიშვილი წერს რომ პოლიტიკურ შერიგების დრო დადგა და წარსულზე საუბარი უნდა დასრულდეს, თუმცა ამავე ეპისტოლეში თავისვე სიტყვებთან წინააღმდეგობაში მოდის და ცხრა აპრილს სააკშვილის ხელისუფლების კრიტიკისათვის იყენებს. "ეშმაკი ყოფს" წერს ივანიშვილი და მის 4 გვერდიან მიმართვაში ყველაზე დიდ ნაწილს სააკაშვილს უთმობს, რომელსაც დიქტატორად და ტირანად მოიხსენიებს.

ბიძინა ივანიშვილის ეპისტოლეს ბრიუსელიდან გამოეხმაურა საქარველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შუღლის გაღვივების ინიციატორი თავად ივანიშვილია, რომლიც "ნაციონალური მოძრაობისა" და და პირადად მას ვერ ივიწყებს.

უტიფარს და ცინიკურს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის წერილს "ევროპული საქართველო." პარტია ივანიშვილს 25 წლის წინანდელ წარსულს და გენერალ ლებედის დაფინანსებას ახსენებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები