19 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
წითელი და მწვანე ვაშლები - მინიშნება დეპუტატებისთვის თუ რომელ კანონს მისცენ, ან არ მისცენ ხმა

წითელი და მწვანე ვაშლებით აწყობილი პოლიტიკა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ხმას "ქართული ოცნება" ვაშლების მიხედვით აძლევდა. თუ დეპუტატი მობილურ ტელეფონში, "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან შეტყობინებას მიიღებდა, სადაც მწანე ვაშლის სიმბოლო იყო, ეს პირდაპირ მითითებას ნიშნავდა, რომ კანონპროექტისთვის ხმა უნდა მიეცათ. ვაშლებით მართული მმართველი პარტიის შიდა სქემა დღეს პარლამენტში "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაასაჯაროვა.

"ოცნებიდან" დემარშით წასულები ამბობენ, რომ "ოცნების" საერთო ჩატში არასდროს ყოფილან. გიორგი ვოლსკი კი, რომელიც ჩატის წევრია, ამბობს, რომ მისმა კოლეგამ და ყოფილმა თანაგუნდელმა იხუმრა.

საქართველოს პარლამენტის წევრებს, უხილავი ადამიანი რომ მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი SMS-ებით მართვას, ამის შესახებ დეპუტატმა ჭიჭინაძემ დილით პარლამენტის სხდომაზეც ისაუბრა. გაირკვა, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შესახებ მხოლოდ, უმრავლესობას აცნობეს და ისიც SMS-ებით, დანარჩენი დეპუტატებისთვის კი არც ის უთქვამს, რომ ორშაბათს რიგგარეშე სხდომაზე უნდა შეკრებილიყვნენ. პარლამენტის წევრების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ დღევანდელი სხდომა არალეგიტიმური იყო.

რიგგარეშე სხდომით, მმართველმა პარტიამ დღეს ის შეცდომა გამოასწორა, რომელიც გასულ კვირას სწორედ ღილაკების არევის გამო და პარლამენტის სხდომათა დარბაზში არსებული აკუსტიკის გამო დაუშვა. ქართული ოცნების დეპუტატებმა ის კანონპროექტი ჩააგდეს, რომლითაც სკოლებში გამოსაშვები გამოცდები უქმდება. უმრავლესობა იძულებული გახდა საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა დღეს ჩაეტარებინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები