19 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
„საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა“ - ევროსაბჭოს შენობის წინ ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ

„საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა“ - ამ შინაარსის ბანერებით ევროსაბჭოს შენობის წინ ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ.

სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს და დღევანდელი აქციის მონაწილეები შეეცადნენ, ხმა მიეწვდინათ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის. უკვე ხვალ კი სტრასბურგში მამუკა ბახტაძეს ელოდებიან და ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ქართველები ევროპაში გარბიან.

„30 წელი გავიდა 9 აპრილიდან და ისევ იგივე უბედურებაში ვართ, ისევე რუსები არიან შემოსეული, ისევ ოკუპაციაა, რუსი ჩამოვიდა ტანკით, მოხოხავს, იტაცებს ჩვენს ტერიტორიებს და იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს. როგორ შეიძლება, იყოს საქართველო უსაფრთხო ქვეყანა, როდესაც მტრისგან მოგზავნილი რუსი ოლიგარქი მართავს ჩრდილიდან. 25 წელია, აქ ვცხოვრობ და ვიცი, რაც ხდება. ასეთი ბოლო მასიური შემოტევა ქართველების და შემოსვლა, ჯერ მე არ მინახავს,“ - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

საქართველოდან წასული მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

„უსაფრთხოა საქართველო? არ არის უსაფრთხო, ამიტომ უნდა მივიღოთ აუცილებლად ზომები. ძალიან ბევრია, მილიონნახევარია ევროპაში ქართველი – აქ სტრასბურგშია მარტო 30 ათასი. ხიდის ქვეშ სძინავთ, საავადმყოფოებში სძინავთ. უკვე პოლიცია ადგება, ყრის გარეთ, საშინელება ხდება აქ. არ ეცხოვრებათ საქართველოში. საქართველოში ცხოვრობს 5 პროცენტი, დანარჩენია გაჭირვებული ეკონომიურად, ვერც მკურნალობენ, ვერ ჭამენ, ვერც მუშაობენ. სად მივდივართ,“ - ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.

აქციის მონაწილეები ოკუპაციის პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია, ხალხმა რუსების ქმედებებზე თვალი დახუჭოს.

„ყოველ დღე რუსები იწევენ ჩვენს მხარეს და ქართველებს იტაცებენ და არავითარი რეაქცია არ არის. პირიქით, ის ხალხი, ვინც საზღვარზე დგას და იცავს თვითონ თავისი მკერდით, იმ ხალხს მიუსიეს თვითონ სოფლელები. ხალხმა, რომელმაც უარყო, რომ რუსები იყვნენ გადმოსული და ბევრი ასეთი შემთხვევა არის, თვითონ ქართველ ხალხს ეგ არ დაემალება და თუ ვინმე ძალათი იბრმავებს თვალებს, ეს სირცხვილი საქართველოს,“ - ამბობს საქართველოდან წასული ერთ-ერთი მოქალაქე. 

დღის ამბები