19 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
მე უფრო ვადანაშაულებ პრეზიდენტის მრჩევლებს - ეკა ბეჟანიშვილის დედა პრეზიდენტთან მიღებაზე არ დაპატიჟეს

9 აპრილის გმირის - ეკა ბეჟანიშვილის, დედა პრეზიდენტთან მიღებაზე არ დაპატიჟეს. ლეილა ბეჟანიშვილმა ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ქვეყნის პრეზიდენტმა 9 აპრილის გმირების გვარები ფურცლიდან შეცდომით ამოიკითხა. მათ შორის, რუსული არმიის მიერ მოკლული კიდევ ერთი 16 წლის გოგონას - ეკა ბეჟანიშვილის გვარი, მისი ოჯახი კი შეხვედრაზე საერთოდ არ მიიწვია.

ეკა ბეჟანიშვილის დედა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებას ეხმაურება და ამბობს, რომ მათ არ უნდა გამორჩენოდათ მისი მიწვევა.

„ამაში მე უფრო ვადანაშაულებ პრეზიდენტის მრჩევლებს,“ - ამბობს ბეჟანიშვილი.

ეკა ბეჟანიშვილის დედა ამბობს, რომ 9 აპრილს დაღუპულებს გმირის სტატუსი ოფიციალურად არ აქვს. ბეჟანიშვილი ამბობს, რომ მის შვილს დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული.

დღის ამბები