19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ებრძოდა ზვიად გამსახურდიას - უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების ნაწილი პრეზიდენტს პროტესტს უცხადებს

უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების ნაწილი დღეს პრეზიდენტთან 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე არ მივიდა. მათ შორის არის ნემო ბურჭულაძეც, რომელიც ამბობს, რომ პირადად მისი პროტესტის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის წარსულში გაკეთებული განცხადებები გახდა.

ნემო ბურჭულაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას მთავრობას დიქტატორებად მოიხსენიებდა.

"რატომ არ მივედი პირადად მე? იმიტომ, რომ ხშირად გაიგებთ, რომ იწერებოდა პრესაშიც, მასმედიაშიც, ყველგან როგორ ებრძოდა ზვიად გამსახურდიას სალომე ზურაბიშვილი. იცით, ზვიად გამსახურდიას კი არ ებრძოდა, ებრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას  და ეს ბრძოლა ზვიადთან იყო იმდენად, რამდენადაც ის სიმბოლო იყო ამ ბრძოლის ბავშვობიდან. მეორე მიზეზი - იცით, რომ გამოცხადდა და აღვადგინეთ ქართული სახელმწიფო, არ გასულა დიდ დრო და ზამთარში დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელსაც ისევ რუსების გავლენით ეწოდა სამოქალაქო ომი და დაგვამხეს. ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სალომე ზურაბიშვილმა, როგორ მიულოცა ჩვენ დამამხობლებს -  კიტოვანს, იოსელიანს, სიგუას დიქტატორის დამხობა და საქართველოში დემოკრატიის დამყარება,“ - განაცხადა ნემო ბურჭულაძემ.

ნემო ბურჭულაძის თქმით, პრეზიდენტი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ განცხადებები მხოლოდ წარსულში არ აკეთებდა. მისი განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია, ვინც რუსულ ნარატივს იმეორებს და აცხადებს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

„როდესაც მსოფლიო გვეუბნება, რომ თქვენ იყავით მართლები რუსეთთან, როდესაც დღეს ტრამპი ხელს აწერს აქტს, რომ ყველა, ვინც აღიარებს ოსეთს და აფხაზეთს, მათთან არ ექნებათ არავითარი ურთიერთობა და სანქციებს დაუწესებენ, ამ დროს საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც აჟღერებს რუსულ ნარატივს და აცხადებს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ომი იწყება მაშინ, როდესაც ერთი სახელმწიფოს არმია დაარღვევს მეორე სახელმწიფოს საზღვარს. ვის საზღვარზე გადავედით, იქნებ აგვიხსნას ქალბატონმა სალომემ და სად ვიომეთ,“ - განაცხადა ნემო ბურჭულაძემ.   

დღის ამბები