"ნუ უყურებენ მერე" - ასეთია ნოდარ ხარშილაძის პასუხი იმ პირების მიმართ, ვინც რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს მისი ლექსიკის გამო აკრიტიკებს.
პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიას გინებას იმედმა ვრცელი რეპორტაჟიც მიუძღვნა, რომელიც თითქოს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების პროტესტზე ააგო და რომლებმაც, თითქოს, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წერილსაც კი მოაწერეს ხელი, თუმცა, საბოლოოდ არხმა ეს წერილი ვერ წარმოადგინა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ეთერში უცენზურო ლექსიკის გამოყენება დაუშვებელი არ არის და ეს გემოვნების საკითხია. ამიტომ ნოდარ ხარშილაძის თქმით, გაუგებარია, რას მოჰყვა ეს აჟიოტაჟი.
„ჩემი აზრით, ტრენდები ისეთია, რომ ეს მუშაობს. ემოციის გამოთქმა დაუფარავად ითვლება, რომ არის სწორი და გულწრფელი. ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკურ კამპანიები და გაიმარჯვეს, რაც მთავარია, ძალიან დიდ ქვეყნებში - აშშ, იტალია, ბრიტანეთი. ამიტომ თუ მუშაობს და, თუ ხალხი უყურებს, ეს გემოვნების საკითხია. ეს შეიძლება, ბატონ ბიძინას არ მოეწონა პირადად. იქ დაწერა იმედმა რომ "ერის მაგინებლებიო". ზოგმა შეიძლება, თქვას, რომ ეს არის ცუდი გემოვნება, ზოგმა შეიძლება, თქვა, რომ ეს არის ცუდი გემოვნებაა, ზოგმა შეიძლება, თქვა, რომ არასწორია, ზოგს მოსწონს. ამიტომ დაუშვებელი ამაში არაფერი არ არის,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.