19 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
„ბოლოს აღმოჩნდება, რომ ბიძინამ შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში" - ნოდარ ხარშილაძე

„ბიძინა წავა ყველაფერზე, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება,“ - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლას ნოდარ ხარშილაძე.

ის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა წაგების და ჩავიდა ზუგდიდში. მისი თქმით, ის ცდილობს, შექმნას ქვეყანაში წარმოდგენა, რომ ყველა სიკეთე, რაც საქართველოს აქვს, მისგან მოდის.

„ბოლოს აღმოჩნდება, რომ ბიძინამ შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში იმიტომ, რომ ყველაფერი მისი ასე გამოვიდა, რაც კი 1990-იანებიდან დღემდე კეთდებოდა სისასტიკე, ყველაფრისგან გადაგვარჩინა, ეს იყო მისი წერილი  და მან გაგვიყვანა ამ სიბედნიერეში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. პრობლემა რაშია, რომ ბიძინა არა მარტო ამ პრობლემებს არ აცნობიერებს, არამედ ცინიკურია ამ თემაზე. ის გვეუბნება, რომ ეს ხომ მოგეცით და გეყოთ ახლა. ანუ, დაგირიგებთ ყოველ არჩევნებზე რამდენიმე კილო კარტოფილს, მოგცემთ 50 ლარს და დაწყნარდით, რა. სხვა გამოსავალი რა გაქვთ, თუ ჩემს წინააღმდეგ წახვალთ, მოგივათ ის, რაც თიბისი ბანკს. ერთადერთი, ვისაც ვერ მოერია, რუსთავი2-ია. ბიძინა წავა ყველაფერზე, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა. 

მისი განცხადებით, სწორედ შუალედურ არჩევნებზე უნდა დაინახოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ მოსყიდვა აღარ ამოუვა და წააგებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები