19 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
"არაფერი შეიცვლება, შეიძლება, თემურ ლენგიც გაიხსენონ, იმასთან შედარებით რომ უკეთესებიც გამოჩნდნენ" - სერგო ჩიხლაძე

"ხელისუფლება ისევ გააგრძელებს მოსყიდვებს, დაშინებას" - ასეთია სერგო ჩიხლაძის შეფასება ბიძინა ივანიშვილის წერილზე, რომელიც მან 9 აპრილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, თუმცა, ყველაზე დიდი დრო დაუთმო მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამ წერილიდან კარგად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისევ 9 წელზე აპირებს საუბარს, რადგან მას მომავალზე არაფერი უთქვამს.

 „ახლანდელ არჩევნებზე და 2020 წლის არჩევნებზეც იგივე მეთოდი ექნებათ არჩევნების, როგორიც ჰქონდათ 2018 წელს. ამ წერილში პირდაპირ წერია, რომ ანუ არაფერი არ შეიცვლება. ისევ იქნება იგივე მიმართულებით ხელისუფლების ქმედებები და ისევ იქნება მუდმივად ლაპარაკი  წარსულ 9 წელზე. შეიძლება, მერე 37 წელზე გადავიდნენ, თემურ ლენგის ლაშქრობები გაიხსენონ და იმასთან შედარებით შეიძლება უკეთესებიც გამოჩნდნენ და გამოიყენებენ ყველა რესურსს, დაშინებას, მოსყიდვას,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები