ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილისადმი მიძღვნილ წერილს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი არჩევანის ეთერში ეხმაურება.
ყიფიანის თქმით, ივანიშვილმა დემოკრატიის განვითარებაზე ისაუბრა, რომლის ფონზეც, ოცნების ლიდერის თქმით, ეკონომიკამ განვითარების მაღალ სტანდარტს ვერ მიაღწია.
ყიფიანის თქმით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების თანახმად 2019 წელს საქართველო იმყოფება 89-ე ადგილზე.
„ერთ-ერთი კომპონენტი ამ ინდექსში არის ის, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს მთავრობა, ეს განსაზღვრავს ერთ-ერთ ნაწილს დემოკრატიის. საქართველოს 10 შესაძლო ქულიდან 3.57 ქულა აქვს და 3.57 ქულა აქვს კუბას, რომელიც არის ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირი, სოციალისტური ქვეყანა, სადაც დიქტატურაა. ანუ მსოფლიო გეუბნება, რომ შენ დემოკრატიით ხარ აფრიკაში და მთავრობის ფუნქციონირებით ხართ იქ, სადაც არის კუბა,“ - განაცხადა ყიფიანმა.
ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ეს შედეგები ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რადგან ბევრი გახმაურებული საქმეა გაუხსნელი.
ყიფიანის შეფასებით, „პრორუსული მიმართულების ხელისუფლება“ ჰყავს საქართველოს, რასაც მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა ამტკიცებს.