19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
"ლევან მურისიძემ დაღუპა "ნაციონალური მოძრაობა"-ნიკა მელია

შალვა შავგულიძე ებრძოდა წინა ხელისუფლებას სამართლიანობის და განსაკუთრებით გირგვლიანის საქმის გამო - ასე ეხმაურება ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. "ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი არ მალავს, რომ გირგვლიანის საქმე და მასთან დაკავშირებული პროცესები იყო წინა ხელისუფლების შეცდომა და აცხადებს, რომ სწორედ ლევან მურისიძემ და მისმა მსგავსმა მოსამართლეებმა დაღუპა ენმ.

„სადამდე დაეცა ივანიშვილი, რომ მას უწევს თქვას შემდეგი, რომ გმირი ყოფილა  მურუსიძე და ჯალათი ყოფილა შავგულიძე. შავგულიძე, რომელიც ებრძოდა წინა ხელისუფლებას და სამართლიანად სასამართლოს გამო და გირგვლიანის საქმის თვალსაზრისით განსაკუთრებით და მურუსიძე, რომელმაც დაღუპა წინა ხელისუფლება მოდით პირდაპირ ვთქვათ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა  უკავშირდება მთაწმინდის ოლქში კარს მომდგარ არჩევნებს. მე მაინტერესებს პატივისცემით კითხვა დავუსვა ბატონ ლადო კახაძე, "ქართული ოცნების" მხრიდან წარდგენილ კანდიდატს მთაწმინდის ოლქში, იმ უბანში სადაც მე ვცხოვრობ. ბატონო ლადო, თქვენ მართლაც მიგაჩნიათ შავგულიძე ჯალათად და მურუსიძე ანგელოზად? ყველა ვაღიარებთ, ვიყავით წინა ხელისუფლებაში თუ არ ვიყავით რა მნიშვნელობა აქვს, რომ მურუსიძე და მურისიძის დარი სასამართლო სისტემაში და ზოგადად სასამართლო სისტემა, როგორც ასეთი არ არსებობდა და იმართებოდა  პროკურატურის მიერ ზუსტად მურუსიძის ხელით და ამიტომაც "ნაციონალური მოძრაობა"  ჩაბარდა 2012 წელს ოპოზიციას და დღეს ივანიშვილის ამბობს იმას რასაც ამბობს, რა ლოგიკას ექვემდებარება ეს. როგორ შეიძლება ჩვენ გვქონდეს ის ბერკეტი მურუსიძეზე მართვის თვალსაზრისით რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" დაღუპა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური თამაშებში დაადანაშაულა და შეეცადა ლევან  მურუსიძე და მისი რეპუტაცია დაეცვა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით  გირგვლიანის საქმე შალვა შავგულიძემ, თავის დროზე ზედა ინსტანციაში არ გაასაჩივრა, ლევან მურუსიძეს კი საქმის უკან დაბრუნების უფლებამოსილება არ ჰქონდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები