„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ხულოში მერობის კანდიდატი წარადგინეს. მმართველი გუნდის სახელით კენჭს ვახტანგ ბერიძე იყრის.
ხულოს მუნიციპალიტეტში დღეს მერობის კანდიდატის წარსადგენად მთავრობის წევრებთან ერთად პარტიის ლიდერები ჩავიდნენ. მანამდე კი, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.
„ქართული ოცნების „ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ოპონენტებსაც მიმართა.
„ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ შემთხვევაში მინდა მივმართო ჯერ კიდევ ოპონენტებად წოდებულებს, რომლებსაც საზოგადოებაში შემოაქვთ მხოლოდ დესტრუქცია და შუღლი, დაპირისპირება და ქაოსი, ამ ადამიანების ადგილი ჩვენ საზოგადოებაში კი არა, პოლიტიკაში არ უნდა იყოს. მოძალადე მმართველების ადგილი საქართველოში აღარ უნდა დაბრუნდეს. გეყოლებათ ღირსეული მერი, ბატონო ვახტანგ ბერიძე!,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.