19 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
ბატონმა ბიძინამ არ იცის სიმართლის შელამაზება - ვოლსკი პარტიის თავმჯდომარეს ყველა კრიტიკულ განცხადებაში ეთანხმება

ბატონმა ბიძინამ არ იცის სიმართლის შელამაზება - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს.

ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხალხს სიმართლე უთხრა და  ახლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სად არის სიმართლე. 

ვოლსკის განცხადებით, თუ ეკა ბესელიამ არ იცის, რომ ივანიშვილს სიმართლის შელამაზება არ უყვარს, ესაა პასუხი რატომ არიან ისინი სხვადასხვა მხარეს. რაც შეეხება ოპოზიციის იმ განცხადებებს, რომლითაც მათ ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკეს. ვოლსკი ამბობს, რომ "ნაციონალები" და ახალი "ნაციონალები" არიან ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც სერიოზული დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ომის შემდეგ, რომლშიც ვოლსკის თქმით, სააკაშვილმა ბევრი საეჭვო შეცდომა დაუშვა. 

ივანიშვილს ვოლსკი შალვა შავგულიძის კრიტიკაშიც დაეთანხმა. მისი თქმით, "მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო როცა ასეთ თემას ეჭიდები, მაგრამ გმირად საკუთარი თავის წარმოჩენაა არაა სწორი, მით უმეტეს ნაცების გვერდით დგომა არის სამარცხვინო".

„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ეს არის ხალხისთვის მოცემულობის შესახებ ზუსტი და სრული ინფორმაციის იწოდება, საზოგადოებამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, სად არის სიმართლე. რასაკვირველია, მე ვიზიარებ იმას, რასაც ამბობს ამ შემთხვევაში სასამართლოს თემასთან დაკავშირებით, რასაც ამბობს ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებით, ბევრ ნიუანსთან დაკავშირებით და იმიტომაც ვდგავარ ამ პოზიციაზე. მივესალმები იმას, რომ არასდროს ბიძინა ივანიშვილმა არ იცის სიმართლეზე გვერდის ახვევა, შელამაზება, პოპულიზმს არასდროს არ მისდევს და მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ. თუ სხვა აზრი აქვს ეკა ბესელიას, იმიტომაც არ ვართ ერთად,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები