19 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
ზეწოლა არასამთავრობოებზე, საპრეზიდენტო არჩევნები, კორუფცია - პრემიერს სტრასბურგში პასუხის გაცემა მწვავე კითხვებზე მოუწია

რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ძალიან კარგად გვესმის - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპელი დეპუტატის კითხვა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებზე მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლას ეხებოდა. 

მამუკა ბახტაძე დღეს ჰკითხეს, რას იტყოდა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშზე, სადაც ნათქვამია, რომ კორუფციის პრობლემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მაღალი თანამდებობის პირები დევნიან.

„თქვენ ახსენეთ პროგრესი, კორუფციასთან ბრძოლა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის" თანახმად არსებობს ზეწოლა მაღალჩინოსნების მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც იძიებენ კორუფციულ საქმეებს - როგორ უპასუხებთ ამ ბრალდებას?“-მიმართა პრემიერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა. 

მამუკა ბახტაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია მოტივირებული სამოქალქო საზოგადოების არსებობის კუთხით. პრემიერის თქმით, ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული აქტიური სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობა. 

Image may contain: 2 people„თუ შევხედავთ პატივსაცემი ორგანიზაციების რეიტინგებს საქართველო რეგიონში ლიდერია. მოტივირებული ვართ, რომ ჩვენი წარმატება უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. გვყავს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი მოტივაცია მათთან მჭიდრო მუშაობაა.

ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, სამოქალქო საზოგადოების როლი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია - ეს კარგად გვესმის, გარწმუნებთ,რომ გავაგრძელებთ ჩვენს წარმატებას და სხვა დონეზე ავიყვანთ“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ევროპელ დეპუტატებს კრიტიკული კითხვები ჰქონდათ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. პრემიერს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა მას დაარწმუნოს ევროპელი პარტნიორები, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი უამრავი დარღვევა და ძალადობა აღარ განმეორდება.

კითხვაზე საპასუხოდ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი ყველა შენიშვნის გათვალისწინებაზე მუშაობს. მისი განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემას, პოლარიზებული პოლიტიკური გარემო წარმოადგენდა.

„ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიული იყო, ამ არჩევნების შემდეგ გადავედით, საპარლამენტო დემოკრატიაზე ყველაზე დიდი ხარვეზი, რაც გამოვლინდა იყო პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები