19 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - ამ წარწერით, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.

ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სპეციალური სტუმრის სტატუსი 1996 წლის 28 მაისს მიენიჭა.

1999 წელს კი, რიგით 665-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღიარა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადი ხასიათი და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპის საბჭოს 41-ე წევრად მიწვევის თაობაზე. ამავე წელს საქართველო გაწევრიანდა ევროსაბჭოში.

დღის ამბები