19 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
იმედგაცრუებული ვარ! - გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლას აფასებს 

მამუკა ბახტაძემ სათანადოდ ვერ გამოიყენა ტრიბუნა - ასე აფასებს, ქართული დელეგაციის წევრი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას.

"ევროპული საქართველოს" წევრის განცხადებით, პრემიერა სიტყვით გამოსვლისას არ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, რომ დევნილების და ოკუპირებული რეგიონების თემატიკა გამოყენებული შეტანილი ყოფილიყო ევროკავშირის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ.

Image result for გიორგი კანდელაკი„ვარ ძალიან იმედგაცრუებული იმით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ეს მნიშვნელოვანი ტრიბუნა  იმისთვის, რომ მოეწოდებინა  ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკა, დევნილების თემატიკა შეტანილ იქნას ევროკავშირის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერმა ასევე არ მოითხოვა, რომ იმიტომ რომ აქ პარლამენტარები არიან და პარლამენტარები ახდენენ საკუთარ  ქვეყნებში საგარეო  პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას მათშორის და პრემიერმა არ სთხოვა მათ რომ  ევროპელი ლიდერები როდესაც ხვდებიან რუსეთის ლიდერებს რომ  იქ დადგეს საქათველოს საკითხი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები