19 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ძალიან მაგონებს ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდებს - ხათუნა სამნიძე ბიძინა ივანიშვილზე

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ოპონენტების მორიგ კრიტიკას, "საქართველოს რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ეხმაურება. სამნიძე ივანიშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ ისინი მსგავს განცხადებებს აკეთებენ.

მისივე თქმით, ივანიშვილი არაადეკვატურად აფასებს მიმდინარე მოვლენებს. ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ „ოცნების“ ლიდერის განცხადებების გამო უხერხულ მდგომარეობაში თავად მმართველი გუნდის წევრებიც აღმოჩნდნენ.

„ეს ძალიან მაგონებს მე პირადად ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდებს, როდესაც ის მსგავს ინტერვიუებს წერდა. წინასწარ დაგეგმილს, შეკითხვები შეთანხმებული, ჩაწერილი. ჟურნალისტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ გუშინაც ჩანდა ეს და თვითონ სრულიად არაადეკვატური მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს ძალიან ჰგავს ასლან აბაშიძეს და მე ვურჩევდი მის გუნდს, იმიტომ, რომ მისი გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ყველა განცხადებაში ჩანს, რომ ისინიც ხვდებიან რამდენად სასაცილო და კომიკური გახდა ბიძინა ივანიშვილი სამწუხაროდ. ეს სასაცილო ქვეყნისთვის არ არის, მაგრამ როგორც პერსონაჟი ის ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს,“ - განაცხადა სამნიძემ.

ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა, საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ოპოზიციის კრიტიკას.

ამავე თემაზე
დღის ამბები