"მე ვარ ქართველო და მაშასადამე ვარ ევროპელი" - ზურაბ ჟვანიას მიერ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ნათქვამი ეს ფრაზა, ევროსაბჭოს შენობის წინ დღეიდან ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავზე წერია. ამ ფრაზით მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სხდომაზე, სადაც საქართველოს ევროსაბჭოს წევრი გახდა, მსოფლოს უთხრა, რომ ევროპის ნაწილია და ევროპული სახელმწიფოს შექმნის პრეტენზიაც აქვს.
ამ მოვლენიდან 20 წლის შემდეგაც საქართველოს ევროსაბჭოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს სთხოვენ. პრემიერ ბახტაძეს დღეს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა მწვავე კითხვები დაუსვეს. პასუხებს საქართველო პრემიერ-მინისტრს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტებზე და 600 ათასი ადამიანისთვის წინასაარჩევნოდ ჩამოწერილი ვალებზე სთხოვდნენ.
პრემიერს დღეს 11 ევროპარლამენტის მიერ მის სახელზე გაგზავნილი წერილიც შეახსენეს, სადაც არჩევნების დროს საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და ია კერზაიას საქმეზეა საუბარი.
მწვავე კითხვები მამუკა ბახტაძის მისამართით დღეს ყველა პოლიტიკური გუნდიდან ისმოდა, მათ შორის ”ქართული ოცნების” პარტნიორი პოლიტიკური გუნდის სოციალისტების წვერმა, ფრანკ შვაბემ პრემიერ ბახტაძეს პირდაპირ ჰკითხა, რატომ შერაცხა ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორი ფაშისტებად, მაშინ როცა ისინი კორუფციის ფაქტებს იძიებენ.
კითხვები პოლიტიკური ოპონენტების დევნასაც ეხებოდა. პრემიერს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელმაც ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.