19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ზარდიაშვილზე ქვემოთ და უფრო დაბლა, ფსკერზე აღარავინ აღარ დარჩა, - ეკა ბესელია

"გვარის ხსენებაც კი შეურაცხმყოფს მე პირადად ე.წ. დეპუტატს. ზარდიაშვილზე ქვემოთ და უფრო დაბლა, ფსკერზე აღარავინ აღარ დარჩა ადამიანი,“- ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის საპასუხოდ გააკეთა.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ბესელიას თქმით, ზარდიაშვილზე კომენტარების გაკეთებას აღარ აპირებს. მისი შეფასებით, ვანო ზარდიაშვილი ყველაზე დაბლა, ფსკერზე მდგომი ადამიანია.

„მე მასზე კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. არ მინდა ჩემს თავს ასეთი უხერხულობა შევუქმნა. ათო მაღრაძეს დავესესხები, როცა სასამართლოში ისევ მოსამართლეთა ყველაზე მეტად დისკრედიტირებული სახეები ხდება დასაყრდენი და პარტიაში ყველაზე დისკრედიტირებული ადამიანები ხდება მოლაპარაკე, ეს არის უკვე არჩევანი, რომელშიც იკითხება მარცხი. ეს არის არჩევანი, რომელსაც ვერ მივიღებდით და ეს არის წყალგამყოფი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას მიმართ მწვავე განცხადება  გააკეთა. "ქართული ოცნების" წევრმა ყოფილი თანაგუნდელის მისამართით თქვა, რომ "ბესელიობანით" საზოგადოება დაიღალა. 

დღის ამბები