19 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
"ვანომ ძალიან ბევრი უსამართლო შეურაცხყოფა აიტანა თავის თავზე და ამას ღირსეულად გაუძლო" - რატი იონათამიშვილი

"ვანომ ძალიან ბევრი უსამართლო შეურაცხყოფა აიტანა თავის თავზე და ამას ღირსეულად გაუძლო,“- ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა თანაგუნდელ ვანო ზარდიაშვილის მისამართით გააკეთა.

ის ვანო ზარდიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ საზოგადოება „ბესელიობანით“ დაიღალა. რატი იონათამიშვილი მისი თანაგუნდელის დაცვას ცდილობდა.

რატი იონათამიშვილის თქმით, ახლა ლანძღვის და ქილიკის დრო არ არის.

რატი იონათამიშვილი-ის სურათის შედეგი„ვანომ რა თქვა, ასე თქვა თუ ისე თქვა, მე ვფიქრობ, რომ ცოტა აბსურდულის დონემდე მივდივართ ყველანი ერთად და საბოლოოდ უნდა დავამთავროთ. ახლა არ არის იმის დრო, რომ ერთმანეთი ვაქილიკოთ, ვლანძღოთ. ვანომ ძალიან ბევრი უსამართლო შეურაცხყოფა აიტანა თავის თავზე და ამას ღირსეულად გაუძლო იმიტომ, რომ გუნდურობა არ დაეზიანებინა და მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ ყველაფერს,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები