19 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
"ბესელიობანით დაიღალა საზოგადოება" - ვანო ზარდიაშვილის ორაზროვანი განცხადება და დაპირისპირების ახალი ტალღა პარლამენტში

ახალი პოლიტიკური აფეთქება პარლამენტში - დროებითი მორატორიუმი დაპირისპირებულ ბანაკებს შორის დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაირღვა.

"ბესელიობანით დაიღალა საზოგადოება" - ვანო ზარდიაშვილის ეს განცხადება, იმის გამო, რომ სადავო სიტყვას წინ დიდი ბოდიში უძღოდა დღეს ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო.

ეკა ბესელიას თანაგუნდელებს დარჩათ განცდა, რომ ზარდიაშვილმა ბესელიას შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დისკრედიტაცია სცადა. ორაზროვანი შეფასების შემდეგ კი ზარდიაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი კომენტარი გინებას არ შეიცავდა და ეკა ბესელია მხოლოდ გააკრიტიკა.

ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას თავს დღეს დილით კომიტეტის სხდომაზე დაესხა და პარლამენტის ორ ბანაკად გაყოფილ ჯგუფებს შორის დაპირისპირება განახლდა. ბესელია ზარდიაშვილის გვარს საერთოდ არ ახსენებს და მას ფსკერს უწოდებს.  

ხმაური პარლამენტში დილით ეკა ბესელიას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, მაშინ როდესაც პარლამენტი მოსამართლეების შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ინიციატივას განიხილავდა.

დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ეკა ბესელიამ კულუარული გარიგებების დღემდე უცნობი დეტალები შეახსენა. ირკვევა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ირაკლი კობახიძეს პარლამენტში მთავარი კანონის რამდენიმე, წინასწარ დაწერილი მუხლი მიხეილ ჩინჩალაძემ მოუტანა და კობახიძემაც ეს ფორმულირებები კონსტიტუციაში პირდაპირ გადაწერა.

იურიდიულ კომიტეტზე დღეს ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების კანონპროექტი წარადგინა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო.  

ეკა ბესელიას კანონპროექტის მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პროექტის მიხედვით, კანდიდატების წარდგენას უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრებს აქვთ. საბოლოო დამტკიცებამდე კანდიდატებმა მეორე ეტაპი სამუშაო ჯგუფთან ერთად უნდა გაიარონ, შემდეგ კი პროცესში უკვე პარლამენტი ჩაერთვება.

დღის ამბები