19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
მორიგი პოლიტიკური გაყრა - პარლამენტის შემდეგ „ქართული ოცნების“ რღვევა საკრებულოში დაიწყო

პარლამენტის შემდეგ „ქართული ოცნების“ რღვევა საკრებულოში დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგული და ღია მხარდამჭერები გუნდს ტოვებენ. „ქართული ოცნების“ წევრებისთვის ბოლო წვეთი პარტიის ლიდერის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბრალდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეა ყველა, ვინც სასამართლოში მურუსიძე ჩინჩალაძის კლანს უპირისპირდება, ჯაბა ჯიშკარიანის და ვატო შაქარიშვილის მმართველი გუნდიდან წასვლით დასრულდა.

„ქართული ოცნების“ ორი დეპუტატები პარტიის რიგებიდან ხმაურის გარეშე არ წასულა. მათ ივანიშვილის გუნდი ისტორიის წაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს და „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად უპერსპექტივო პარტია უწოდეს.

პოლიტიკური გაყრა „ქართულ ოცნებასთან“ შაბათს ახალ საზოგადოებრივ მოძრაობასთან თანამშრომლობით გაგრძელდება. ვატო შაქარიშვილიც და ჯაბა ჯიშკარიანიც დავით მაღრაძის „დაიცავი საქართველოს“ რიგებს შეუერთდებიან, სადაც მათ უკვე ელოდება მმართველი პარტიიდან დემარშით წასული ეკა ბესელია.

ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი ივანიშვილის გუნდიდან მათ ფრაქციაში სხვების გადასვლას ელოდებიან. მათ კიდევ ერთი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ ახალი ფრაქცია შექმნან.

საკრებულოს ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი დომინოს პრინციპით გაგრძელდება.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები