19 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"დედა შეიგინა, დამარტყა" - ბათუმის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბის დროს დაზარალებული ენმ-ს დეპუტატი, დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაცემი დეპუტატი მომხდარის დეტალებს იხსენებს. როინ ზოიძე, რომელმაც ჩხუბის დროს ფიზიკური დაზიანებები მიიღო და სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა ჰყვება, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრს შენიშვნა გინების გამო მისცა, რასაც მისი მხრიდან მორიგი შეურაცხყოფა მოჰყვა.

„გინების მსგავსი რაღაც-რაღაცები იყო და მე მივედი მასთან ახლოს და ვუთხარი უხერხულია, სირცხვილია მეთქი და არ გინდა მეთქი ვუთხარი, ჩვენ ადამიანები ვართ მეთქი. ლაპარაკი არ დამამთავრებინა და დედაზე შეიგინა. ეს შემდეგ თავისთავად გადაიზარდა ჩხუბში. მე ფაქტიურად არაფერი არ მახსოვს, დამარტყა,“-განაცხადა როინ ზოიძემ.

ხმაური კი ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას მოჰყვა. დადგენილების პროექტში ტერენტი გრანელი მოხსენიებული იყო, როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რის შემდეგაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი. სწორედ ამას მოჰყვა შელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის.

„ტერენტი გრანელი მოხსენიებულია როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. მომხსენებელმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ მოხსენების დროსაც იგივე გაიმეორა. მე მას დავისვი კონკრეტული შეკითხვა: რომელიც ტერენტი გრანელის ძეგლს ვდგამთ პროზაიკოსი ტერენტი გრანელის და გვყავს თუ არა ასეთი თუ პოეტი ტერენტი გრანელის. ამ შემთხვევაში მისგან წამოვიდა აგრესია და პირადი შეურაცხყოფა,“-განაცხადა მირდატ ქამადაძემ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები