19 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
„პროვოცირება ხელოვნურად ხდება" - მმართველი გუნდის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბვა ოპოზიციის ინტერესშია

სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის წევრების დაკავებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბვა ოპოზიციის ინტერესებში შედის.

მმართველი გუნდი ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებებს, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადეს, აბსურდულს უწოდებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ოპოზიციას სურს, რომ დაჩაგრულად წარმოაჩინოს თავი, რათა საარჩევნოდ მოსახლეობის ხმები მიიღოს.

აკაკი ზოიძე-ის სურათის შედეგი

„პროვოცირება ხდება ხელოვნურად იმისთვის, რომ მერე აი, დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ და თქვან, რომ ხელისუფლება ტერორს აწარმოებს და ზონდერგუნდები ჰყავს. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ტაქტიკაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან პერიოდში ჩაივლის, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდიც. ჩვენს ოპონენტებსაც იგივეს მოვუწოდებთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, რომ სიმშვიდე უზრუნველყოს. ეს ბრალდებები ცნობილია, ტაქტიკაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ წარმოაჩინონ თავი დაჩაგრულებად, იმიტომ, რომ ამომრჩეველი ზოგადად სიმპათიით არის ხოლმე განწყობილი დაჩაგრულის მიმართ. ეს არის ძალადობით ცნობილი რეჟიმის წარმომადგენელი ხალხი და რაზე არის ლაპარაკი,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, სამეგრელოში სამართალდამცველები შესაბამისი წესებით მოქმედებდნენ.

დავით მათიკაშვილი-ის სურათის შედეგი„ჩემთვის ცნობილია, რომ მოხდა კონკრეტული ინციდენტი. კონკრეტული ინციდენტის დროს სამართალდამცავები მოქმედებდნენ შესაბამისი წესით, რაც მათთვის არის განსაზღვრული. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ეს პოლიტიკური პარტიის სუბიექტური შეფასებაა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი შეფასება. დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, მთლიანად ხელისუფლება გააკეთებს მაქსიმუმს, რომ არჩევნები მშვიდად, წყნარ ვითარებაში, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები