19 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით დაიწყო. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვაზე მსჯელობენ.

ხმაური და კამათი კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, როდესაც ნინო თანდილაშვილმა  პოლიეთილენის აკრძალვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

კომიტეტის სხდომას პოლიეთილენის პარკების ადგილობრივი მწარმოებლებიც ესწრებიან.

პოლიეთილენის პარკების ადგილობრივი მწარმოებლების უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს სამინისტროს წარმომადგენლისგან - გადაავადებს თუ არა მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ აკრძალვებს.

დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მთავრობამ პოლიეთილენის აკრძალვით გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„სამხარაულმა დასკვნა დადო, რომ ის, რაც შემოვიდა პოლიეთილენის შემცველია და მე ვფიქრობ, საკითხი როცა ქვეყანაში ხდება, ალბათ უნდა გვქონდეს ის, რომ ეს უკვე სხვა სუნს ატარებს, ეს უკვე დანაშაულია სისხლის სამართლის, იმიტომ, რომ გაყალბებული საქონელი შემოდის ქვეყანაში და მაგ უწყების წარმომადგენლებიც ხომ რა მოგვწვია ვინმე, საბაჟო იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო, რა მოტივით განაბაჟეს - ერთი, მარტო სერტიფიკატზე დაყრდნობით, როგორც ხედავთ არ აღმოჩნდა ის სერტიფიკატი და ბევრ სერტიფიკატთან გააჩენს ალბათ კითხვას,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძემ ხატია წილოსანის განცხადება წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინისტრო რეგლმენტში ცვლილებების ინიცირებას არ გეგმავს. 

„ქალბატონო, ლირიკის გარეშე რა, საღამოა დაღლილები ვართ უკვე... ეს არ არის მოხსენება, ეს არაფრისმომცემი განცხადებებია... სამინისტრო მოდის და ისევ იმ ზღაპრებს გვიყვება, რა დიდი მიზნები ამოძრავებდა. მე მაინტერესებს პირდაპირ, ვის შემოაქვს ის ცელოფნის პარკები, რომელიც არის ბიოდეგრადირებადი," - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატმა, გია გაჩეჩილაძემ კი პროტესტის ნიშნად სხომა დატოვა. მისი თქმით, სხვა დეპუტატები გაერთიანებული სხდომის ჩაშლას ცდილობენ.

"უნდათ სხდომის ჩშლას, ვინც ყვირის და ვინც არ აცდის მუშაობას სხდომას. კარგი საქმეა გაკეთებული, არის პრობლემები და გვინდა მოვისმინოთ, რა არის ამ პრობლემების არსი. იქნებ, რადგან ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპულიკა, პარლამენტმა მიუთითოს მთავრობას, რომ საკთხი ასე იქნება თუ ისე, მოგვარდეს, იმიტომ, რომ ეს საქმე უნდა გადაწყდეს საბოლოოდ," - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების მოხმარებაზე აკრძალვა პირველ აპრილს რეგლაციის ამოქმედების შემდეგ დაწესდა.

დღის ამბები