19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება - "ევროპული საქართველო- თავისუფალი დემოკრატების" ბლოკი ხელმოწერებს ერთობლივად აგროვებს

არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ბლოკის წევრები ხელმოწერებს ერთობლივად აგროვებენ.

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია და პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი, შალვა შავგულიძე, მოსახლეობას მთაწმინდაზე ჟღენტის ქუჩაზე შეხვდნენ.

ბლოკის წარმომადგენლები ადგილობრივებს დეტალურად უხსნიან არჩევნების პროპორციული სისტემის მნიშვნელობას.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არჩევნების გაყალბების საშუალება არ ექნება. შალვა შავგულიძე კი ამბობს, რომ მილიონი ხელმოწერის შეგროვება სრულად იქნება შესაძლებელი. 

დღის ამბები