19 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ბიზნესმენი მანანა მიქავა ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი მანანა მიქავა ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ზუგდიდის ცენტრში არსებული ერთ ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც მას ეკუთვნოდა, ზუგდიდის გუბერნატორისა და ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლით ჩამოართვეს და დოკუმენტაცია გააყალბეს.

მანანა მიქავა და მისი მხარდამჭერები დღეს საკუთრების დამდასტურებელი დოკუმენტებით ზუგდიდის მერიასთან მივიდნენ და ხელისუფლებას ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ბიზნესმენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ შეხვედრიან.

მანანა მიქავა ამბობს, რომ ზუგდიდის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილზე, არსებული მიწის ნაკვეთით სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული. ამის გამო კი, მიქავას თქმით, ხელისუფლება ყველა პოტენციურ ინვესტორზე ახდენს ზეწოლას, რომ აკვაპარკის პროექტი არ დააფინანსონ, რომლის გაშენებას ზუგდიდის ცენტრში, მანანა მიქავა გეგმავდა.

დღის ამბები