19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
"დღეს დგას ასეთი ამოცანა, ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ ნაცმოძრაობა არ დაბრუნდეს" - ლევან გოგიჩაიშვილი

"დღეს დგას ასეთი ამოცანა, ივანიშვილი ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს" - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის დავით მაღრაძის მიერ დაფუძნებულ მოძრაობა დაიცავი საქართველოს შეკრებას ესწრება.

გოგოიჩაიშვილის განცხადებით, მან და მისმა თანამოაზრეებმა საპარლამენტო უმრავლესობა არა ირაკლი კობახიძის გამო, არამედ ბიძინა ივანიშვილის გამო დატოვეს. 

„რაც ვთქვი, რის გამოც მხარი დამიჭირა მე საბურთალოს მოსახლეობამ, ისევ იმ იდეალებზე ვდგავარ. ისინი დაშორდნენ მოსახლეობას, ისინი დაშორდნენ ხალხს, ამომრჩეველებს. მართლა გგონიათ, რომ კობახიძის გამო დავტოვეთ უმრავლესობა ან ხელის ბიჭების გამო? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამო. ბოლო დღემდე იმედს ვიტოვებდით, რომ დაფიქრდებოდა ეს ადამიანი, შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ მან ეს ყველაფერი იმედის პირდაპირ ეთერში გააფორმა. შესაბამისად, დღეს დგას ასეთი ამოცანა, ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები