19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"იმედები გამიცრუვდა, მეგონა, რომ ივანიშვილი რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა" - მომღერალი "უცნობი"

"გარკვეულ შემთხვევაში იმედები გამიცრუვდა. მეგონა, რომ ეს ადამიანი რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა,“ - ეს განცხადება მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„უცნობი“ დავით მაღრაძის მიერ დაფუძნებულ მოძრაობა დაიცავი საქართველოს შეკრებას ესწრება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუვა. გაჩეჩილაძის განცხადებით, იქ დგას, სადაც საქართველოს უჭირს.

„მე უფრო მომხრე ვარ იმისი, რომ ახალგაზრდები, ახალი ძალები წამოვიდნენ, თავის ქვეყანაში შეყვარებულები, ვისაც მართლა უნდა, რომ სამართლით დავიწყოთ, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ. ეს ადამიანები, რომლებიც მოდიან ამდენი ხნის განმავლობაში და ვერას გზით ვერ მივაღწიეთ, რომ სასამართლოს ჩამოგვეცილებინა, ეს არის უკანასკნელი ბრძოლა, რომელსაც მოვიგებთ. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაა თუ პოზიცია, არ ვიცი. მე ვარ იქ, სადაც ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს და იქ დავდგები, სადაც იქნება ეს აუცილებლობა. გარკვეულ შემთხვევაში იმედები გამიცრუვდა. მეგონა, რომ ეს ადამიანი, რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა,“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები