19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
სანდრა რულოვსი ზუგდიდში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი, ზუგდიდში უფასო სასადილოს ეწვია და ბენეფიციარებს შეხვდა, რომლებიც ორ მთავარ პრობლემაზე საუბრობენ.

მათი განცხადებით, კვირა დღეს უფასო სასადილო არ მუშაობს, ასევე კვების უზრუნველყოფა არ ხდება გაჭირვებული ოჯახის ყველა წევრზე.

სანდრა რულოვსის თქმით, აუცილებელია უფასო სასადილოების დაფინანსების გაზრდა 200 ათასამდე, ასევე ბენეფიციართა წრის გაფართოება. ასევე უნდა განხორციელდეს პროექტები ახალგაზრდობის და საზოგადოების სხვა ჯგუფების მონაწილეობით.

„250 ბენეფიციარი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. აქ შედის ვეტერანები, შედის დაუცველი ფენა - პენსიონერი ან მრავალშვილიანი ან სადაც ცხოვრობს შშმ პირი. თან კიდევ რა არის, ყველა ოჯახის წევრს კი არ აძლევენ პორციებს, მაგალითად, 5-სულიან ოჯახს აძლევენ 2 პორციას ან 3 პორციას. ეს უნდა გამოვასწორო აუცილებლად და ამიტომ ეს პროგრამა, რომელიც დღესდღეობით ივნისამდე 160 ათასი ლარით არის შემოფარგლული, უნდა გაზარდოს უდაოდ,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები