გაერთიანებული ოპოზიციის მარნეულის მერობის კანდიდატი, აგილ მუსტაფაევი და გაერთიანების ლიდერები - გრიგოლ ვაშაძე, აზერ სულეიმანოვი და ზურაბ მელიქიშვილი, მარნეულის სოფელ ალგეთში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
მათ ადგილობრივებს, ასევე, საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
ადგილობრივების ძირითად პრობლემას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება და გაზრდილი კრიმინალი წარმოადგენს.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ახალი თაობის წარმომადგენელი ახალი ენერგიით შეძლებს მარნეულის პრობლემების გადაჭრას.