19 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
"დაიცავი საქართველოს" დამფინანსებლებთან დაკავშირებით მაღრაძის თანამებრძოლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ

მოძრაობა დაიცავი საქართველოს დამფინანსებლების ვინაობა უცნობია. ჟურნალისტების კითხვა დავით მაღრაძემ დღეს უპასუხოდ დატოვა. მოძრაობის ლიდერს განმარტება ამ თემაზე არც შეხვედრის დასრულების შედეგ გაუკეთებია. დავით მაღრაძის თანამებრძოლები კი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

ნაწილი ამბობს რომ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ქირა - 17 ათასი ლარი, ასევე ტრანსლაციის და ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები დეპუტატებმა დაფარეს, ნაწილი კი აცხადებდა, რომ მეგობარი ბიზნესმენები დაეხმარნენ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი, ამტკიცებს, რომ დარბაზის ქირა საკუთარი სახსრებით იქირავეს.

„ჩვენ თვითონ ვიქირავეთ, პირადი ხარჯებით,“ - ამბობს ჯიშკარიანი.

მისგან განსხვავებულ განმარტებებს აკეთებს საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი. მისი თქმით, ბიზნესმენებმა გაიღეს თანხა ფართის დაქირავების მიზნით.

„ნახეთ, რომ 2 ათასამდე ადამიანი იყო, შეიძლება, მეტიც, მათ შორის არიან ბიზნესმენები, ვინც იზიარებს ჩვენს პოსტულატებს, ჩვენს თეზისებს და გვეხმარებიან,“ - განაცხადა შაქარიშვილმა.

ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ჯიშკარიანმა განსხვავებული განცხადება გააკეთა ფინანსებთან დაკავშირებით, შაქარიშვილმა ამის შემდეგ დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ  „ძალიან ბევრი ხარჯი, მათ შორის, ჩვენი პირადი ხელფასიდან იქნა გაღებული". 

დღის ამბები