პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ორი დღეა, იმყოფება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ჯერ არ შეხვედრია. ის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ მეწარმეებს შეხვდა. დილით კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუსმინა.
ხვალ პრეზიდენტი ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. ხვალვე იმსჯელებენ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირებაზე არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
„ახალგაზრდა მცირე მეწარმეები, ბევრი ქალები ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ რეგიონის განვითარება სწორედ ასეთ ადამიანებზეა დამოკიდებული, მათ ინიციატივებზე, მათ პასუხისმგებლობაზე. ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონის განვითარებისთვის, გარემოს დაცვისთვის, მდგრადი განვითრებისთვის,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.