ეკონომიკის მინისტრი, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებეზე დეტალურად არ საუბრობს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ გადაწყვეტილება იმ მინისტრების შესახებ, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს კითხვები აქვს, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა, თავადვე უნდა მიიღოს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ მას კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და პარტიის თავმჯდომარესთან არ ჰქონია, ამიტომ მისთვის უცნობია მოხვდა თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ე.წ შავ სიაში.
„ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუ მან თქვა. ჩემთან არ გადის კონსულტაციებს,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ინფორმაცია, გიორგი ქობულიას მოსალოდნელ გადაყენებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად გამოხატა უკმაყოფილება სამი მინისტრის მუშაობაზე და მოგვიანებით ამ საკითხზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა.