19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"ნუ საუბრობენ გუშინ და გუშინწინ გამოჩენილი პოლიტიკოსები არასამთავრობო სექტორზე" - სულხან სალაძე მმართველ გუნდზე 

"ნუ საუბრობენ გუშინ და გუშინწინ გამოჩენილი პოლიტიკოსები არასამთავრობო სექტორზე. ნუ ხარშავენ ყველას ერთ ქვაბში,“- ეს განცხადება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ მმართველი გუნდის მისამართით ჟურნალისტებთან გააკეთა.

მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ სადავო კანონპროექტზე მსჯელობენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.

სულხან სალაძე „ქართული ოცნების“ მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, კრიტიკითვე პასუხობს. ის აპირებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს კვლევები გაუგზავნოს, სადაც წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეა საუბარი.

მესამე სექტორის შეფასებით, კანონპროექტი, რომელზეც ცდილობს მმართველი გუნდი, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს, სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ინტერესებს ემსახურება.

სულხან სალაძე-ის სურათის შედეგი„პოლიტიკურ მარაზმს დაემსგავსა ეს ყველაფერი. როცა მმართველ პარტიას არ აქვს არგუმენტები, რატომ უნდა გადადოს ვენეციის კომისიის დასკვნამდე კომიტეტის სხდომა, საუბრობენ, რომ თურმე 2012 წლამდე ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი არ არსებობდა. ბატონ თალაკვაძეს დავპირდი, რომ გავუგზავნი კვლევებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებს ეხება. იმედი მიაქვს, რომ ამ კვლევებს გაეცნობა და თავის მოსაზრებას დააფიქსირებს. ნუ საუბრობენ გუშინ და გუშინწინ გამოჩენილი პოლიტიკოსები არასამთავრობო სექტორზე. ნუ ხარშავენ ყველას ერთ ქვაბში. ის ორგანიზაცია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ 25 წელია, არსებობს, ჯერ  25 წელი იარსებოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში და მერე ესაუბროს საზოგადოებას მათ წარმატებასა და მიღწევებზე,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები