19 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
კობახიძეს კომპლექსი ახრჩობს... რამდენი წლისაც არის, იმდენი წელი თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის პატიმრობაში მაქვს გატარებული - ჯიშკარიანი

კობახიძეს კომპლექსი ახრჩობს - ასე პასუხობს მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ რეიტინგი 3% ვერ ასცდება.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ ერთი და იმავე განცხადებებს აკეთებენ. ჯიშკარიანის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

„ახრჩობს ეს კომპლექსი და ვერ გამოვიდა არამარტო ბატონი კობახიძე ამ კომპლექსიდან.  მინდა ამ ადამიანს ვუთხრა, ბატონო ირაკლი,  რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით იმდენჯერ ვარ ნაპატიმრები თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის.გასაგებია, რომ ახრჩობს ეს ბოღმა ამ ადამიანს და არამარტო ამ ადამიანს, მაგრამ საზოგადოება ხედავს რა არის ჩვენი პლიუსი და რა არის ჩვენი მინუსი. ამას ძალიან მალე დავინახავთ თითოეული ჩვენგანი, არამხოლოდ თბილისის , რეგიონების მასშტაბითაც. „დაიცავი საქართველო“არ აპირებს კენჭისყრას, მათ უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ ასე,"- ამბობს ჯაბა ჯიშკარიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები