19 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
კობახიძემ პროცენტების თვლას თავი დაანებოს, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანს ამ ქვეყანას - ფოფხაძე

მმართველი პარტიის ყოფილი წევრი პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, ნუ დაკარგავს რეალობის აღქმას, რადგან ქვეყანაში არსებული პროცესები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ვითარება პოლიტიკური კრიზისამდე მივა.

გედევან ფოფხაძემ ამ კომენტარით ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" 3% ვერ ასცდება. 

ფოფხაძე ამბობს,რომ მმართველი გუნდისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ვის როგორი პროცენტული მაჩვენებელი ექნება. მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა მხოლოდ ის უნდა გააცნობიეროს, რომ  საზოგადოებაში არსებული პროტესტი ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვლინდება.

„პროცენტების დათვლას ბატონ კობახიძეს ვურჩევდი თავი დაანებოს და ცოტა რეალურად აღიქვას მიმდინარე პროცესები, პრობლემა იმაში არ არის, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს, პრობლემა იმაშია,რომ დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანს ამ ქვეყანას. საზოგადოება რეალურად არის გაწბილებული, აღშფოთებული, იმდენჯერ არის უკვე მოტყუებული, რომ ეს პროტესტი რაღაცაში ადრე თუ გვიან აისახება. გასაგებია ის სხვების პროცენტს იმიტომ აკნინებს, რომ ხელისუფლებას ებღაუჭება,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები