იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სულხან სალაძის მიერ დღეს პარლამენტში გაჟღერებულ სკანდალურ ბრალდებაზე ინფორმაციას არ ფლობს. საუბარია საია-ს თავმჯდომარის განცხადებაზე, რომ ერთ-ერთ მოსამართლეს კაბინეტში უხამსი შინაარსის ფოტო დაახვედრეს, რაც მისთვის გაფრთხილება იყო. გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ მას მოსამართლეზე ზეწოლისა და დაშინების შესახებ ინფორმაცია პირველად ესმის.
„პირველად მესმის საერთოდ. რა გიპასუხოთ არ ვიცი. ცოტა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს და ისე რას ნიშნავდა ვერ გეტყვით,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
სულხან სალაძემ განცხადება პარლამენტში უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას გააკეთა. მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.