19 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ივანიშვილის ტყუილი ზეიმი და კობახიძისთვის აწეული ყური - ყოფილმა თანაგუნდელებმა კობახიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში კრახი შეახსენეს

საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" შეკრება და ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელსაც მწვავე რეაქცია მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ თანაგუნდელებს -1%-იანებს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ისინი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე 3%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავენ. იმედგაცრუებულებს პოლიტიკური ვერდიქტი ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გამოუტანა, რაც შაბათს ფილარმონიაში შეკრებილი სახეები ნახა.

კობახიძე-მდინარაძის დაჯგუფებას დემარშით წასულებმა მათემატიკის ცოდნა დაუწუნეს. დაიცავი საქართველოს სახეებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შეახსენეს როგორ აზეიმა ეგზიტპოლის მცდარი შედეგებით ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, რის გამო ვატო შაქარიშვილის მტკიცებით, კობახიძეს ივანიშვილმა ყურიც კი აუწია.

ვატო შაქარიშვილის განცხადება, რომ ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ყური აუწია, კობახიძის დაჯგუფებისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა. პოლიტიკური ბრალდების პასუხის პასუხისთვის კამერების წინ, ისევ ფრაქციის მთავარი სპიკერი მამუკა მდინარაძე გამოჩნდა, რომელმაც შაქარიშვილის განცხადებას მდარე ჭორაობა უწოდა. 

დღის ამბები