19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ბრძოლა ნიკა გვარამიასა და "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ - "იმედმა" დაანონსებულ წერილზე ხელი "შეხვედრის მონაწილეებს" მანქანაში მოაწერინა

ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ, ტელეკომპანია "იმედმა," დაანონსებული საგანგებო წერილის ასლი სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა, თუმცა წერილს ხელს მხოლოდ 30 ადამიანი აწერს და არა 60, როგორც ამას ერთი კვირის წინ არხის ჟურნალისტები ამტკიცებდნენ. წერილის ხელმომწერებს შორის არ არიან ის ადამიანები, ვიცი ფოტოებიც "იმედის კვირამ" უჩვენა.

მიმართვის ტექსტის ბოლოს იმ ადამიანების გვარებია, რომლებიც შეხვედრას, სადაც "იმედის" მტკიცებით ხალხი "რუსთავი 2"-ის წინააღდეგ შეიკრიბა, საერთოდ არ დასწრებიან. ერთ-ერთ ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძეა, რომელიც ამტკიცებს, რომ წერილი სახლში მეგობრებმა მიუტანეს და ხელი კორპუსის ეზოში მანქანაში მოაწერა. დღეს "კურიერმა" გაარკვია ისიც, რომ  შეხვედრაზე პროფესორები მოტყუებით მიიყვანეს. მაგალითად ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებსაც უთხრეს, რომ რუსთაველის თეატრში ქართული ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიება იმართებოდა, საბოლოოდ კი „რუსთავი 2“- ის სალანძღავ ღორნისძიებაზე მოხვდნენ. მათ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები