19 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
"ზოგმა ისეთი დაწყევლა იცის, ხანდახან გინებაზე საშიშია ხოლმე" - ლევან კობერიძე

"ზოგმა ისეთი დაწყევლა იცის, ხანდახან გინებაზე საშიშია ხოლმე" - ეს განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ, მედიაში ბილწსიტყვაობის გამოყენების შესახებ გააკეთა.

მისი თქმით, მედია ბილწსიტყვაობის ტირაჟირების მომხრე არ უნდა იყოს.

„უშვერი სიტყვები არასდროს არ არის მოსაწონი. ხანდახან არის ხოლმე ისეთი სიტუაცია, რომ უხდება კიდეც, ასე ვიტყოდი, თუმცა ბუნებრივია, რომ მედია ამის ტირაჟირების მომხრე და ხელშეწყობა არ უნდა იყოს. ზოგმა ისეთი დაწყევლა იცის, ხანდახან გინებაზე საშიშია ხოლმე და ამიტომ ახლა არც ერთი არ არის, ბუნებრივია, მისაღები, როდესაც ეს ადამიანის პირად შეურაცხყოფაში გადადის," -  აცხადებს ლევან კობერიძე.

უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ბილწსიტყვაობის საჯარო სივრცეში გამოყენება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს და ამისთვის გარკვეული შეზღუდვებიც დაწესდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს სიძულვილის ენაზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ბოლო დღეებში საზოგადოებას აღელვებს სიძულვილის ენის ტირაჟირება. ხუნდაძის შეფასებით, საზოგადოებაში სიძულვილის დათესვა გეგმის ნაწილია, რაც იმ ადამიანების ინტერესში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები