მედიაში ცენზურის დაწესებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე, ეხმაურება.
არჩევანის ეთერში საუბრისას გიორგი გაბუნიამ ლევან მურუსიძეს ორი წლის გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც მან ეთიკის ქარტიას უსაყვედურა, რომ ჟურნალისტებზე, რომლებიც „უშვერად“ მოიხსენიებდნენ მოსამართლეებს, ის სანქციებს არ აწესებდა.
„ჩვენ არ მოგვითხოვია ცენზურის დაწესება, ჩვენ ვითხოვდით, რომ მიდიოდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია სასამართლო ხელისუფლების და შესაბამისად, მოვუწოდეთ ჟურნალისტებს, რომ ის დადებითი მოვლენებიც გაშუქებულიყო ტელევიზიით, რაც ხდებოდა სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ტელევიზიები სასამართლო სისტემის მიმართ უსამართლო იყო, რის გამოც მიმართეს ეთიკის ქარტიას.
რაც შეეხება რუსთავი2-ის საქმეს, რომელიც სტრასბურგში განიხილება, შეფასებისგან თავს იკავებს.