19 ნოემბერი 2024,   07:15
ვრცლად
"დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორი დამოუკიდებელიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიაში" - ლევან მურუსიძე

„დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორი დამოუკიდებელიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიაში,“ - ეს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, გააკეთა.

„დღევანდელი სასამართლო არის პირველ ადგილზე, ყველა გამოკითხვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანებსა და ცენტრალურ აზიაში. ასევე არის პირველ ადგილზე იმ 30 ქვეყანას შორის, რომელსაც აქვს, დაახლოებით, ჩვენნაირი ეკონომიკა და შესაბამისად, არის მთელი რიგი გამოკითხვები, სადაც ევროკავშირის ჩვენ შევდივართ ოცეულში,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, მურუსიძე ამბობს, რომ „დამოუკიდებლად მიიღო“.

მურუსიძის თქმით, არ აქვს საფუძველი იმის, რომ იფიქროს, რუსთავი2-ის საქმე დამოუკიდებლად არ მიიღო.

„მე ამ თემასთან დაკავშირებით არავითარი შეხება არ მაქვს, არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ ინსტანციაში. მე ვარ ლიდერი, მაგრამ კონკრეტულ გადაწვეტილებას იზიარებს ის მოსამართლე, რომელიც იღებს ამ გადაწყვეტილებას და აწერს ხელს. მე ვარ ლიდერი, ვიცავ სასამართლოს, რომ მოსამართლეს არავინ ჩაერიოს და შესაბამისად, მათ მიეცეთ ყველა ის საშუალება, რომ მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა მურისიძემ.

დღის ამბები