19 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
"მე თავდაჯერებას მაძლევს ერთი გარემოება და ეს არის სასამართლო კორპუსი და მოსამართლეები" - ლევან მურუსიძე

„მე თავდაჯერებას მაძლევს ერთი გარემოება. ეს არის სასამართლო კორპუსი და მოსამართლეები,“ - ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მურუსიძის თქმით, სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელია. ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, აძლევს თუ არა ასეთ თავდაჯერებულობას ის ფაქტი, რომ ოცნების ლიდერი მას ღია მხარდაჭერას უცხადებს, მურუსიძე ამბობს, რომ ეს სასამართლო კორპუსის დამსახურებაა.

„მე თავდაჯერებას მაძლევს ერთი გარემოება. ეს არის სასამართლო კორპუსი და მოსამართლეები, რომლებიც თქვენც შეიძლება, მოიკითხოთ სასამართლო სისტემაში. მე არ მინდა, ჩემს თავზე ვისაუბრო. ვთქვათ, რა ავტორიტეტით ვსარგებლობ და რა ნდობა მაქვს სასამართლო კორპუსის. ამიტომ, ერთადერთი ფაქტორი, რაც მე მაძლევს თავდაჯერებულობას, არის ის მხარდაჭერა იმ 300 მოსამართლის, რომელიც არის სასამართლო სისტემაში და ძირითად ფასეულობებზე ბრძოლაში კორპუსი არის ერთიანი,“ - განაცხადა მურუსიძემ.

დღის ამბები