"ვისაც გადაწყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაქვს იმის იმედი, რომ ისინი ღირსეულად გაართმევენ ამას თავს," - ასე ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატებს.
განცხადება ლევან მურუსიძემ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, არ იცის, ვის წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებად, თუმცა ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სჯერა და იმედოვნებს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევას საბჭო ღირსეულად გაართმევს თავს.
„მე მჯერა სასამართლო კორპუსის. მიმაჩნია, რომ სასამართლო კორპუსი შედგება ღირსეული მოსამართლეებისგან და ვისაც გადაწყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაქვს იმის იმედი, რომ ისინი ღირსეულად გაართმევენ ამას თავს,“ - განაცხადა ლევან მურუსიძე.