"თუ გაინტერესებთ მურუსიძე, როგორც კონკრეტული საქმეების მოსამართლე, მე ამაზე პასუხი მაქვს გაცემული ყველა საქმეზე და თქვენ შეგიძლიათ, ეს დამაჯერებლად მიიჩნიოთ, ან არადამაჯერებლად," - ეს განცხადება ლევან მურუსიძემ სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებებზე საუბრისას გააკეთა.
საუბარია მიქიაშვილის, მოლაშვილის და ა.შ. საქმეებზე, რომელთან დაკავშირებითაც, სტრასბურგმა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.
მურუსიძის მტკიცებით, 2013 წლის შემდეგ, რაც ის წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს, სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
„ჩვენ შეიძლება, მურუსიძის თემა გავყოთ ორ ნაწილად - მურუსიძე, როგორც მოსამართლე და როგორც სასამართლოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. თუ გაინტერესებთ მურუსიძე, როგორ კონკრეტული საქმეების მოსამართლე, მე ამაზე პასუხი მაქვს გაცემული ყველა საქმეზე და თქვენ შეგიძლიათ, ეს დამაჯერებლად მიიჩნიოთ, ან არადამაჯერებლად. 2013 წლის შემდეგ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი ხელმძღვანელობით, რეალურად, სასამართლომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი დამოუკიდებლობისაკენ და მოსამართლეები რომ არიან დამოუკიდებლები, ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, მოქალაქეებს განწყობა, რომლებიც სასამართლოში მიდიან. ეს მინდა დაინახოთ, რომ ლევან მურუსიძე, როგორც სასამართლოს ლიდერი 2013-დან 2019-წლამდე ძალიან ბევრი კარგი რამე გაკეთდა და სასამართლო წავიდა დამოუკიდებლობისკენ,“ - განაცხადა მურუსიძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლე ამბობს, რომ პოლიტიკური დავალება არასდროს შეუსრულებია და ის არც არასდროს მიუღია. ამის დასამტკიცებლად ერთ-ერთ არგუმენტად კი იმას ასახელებს, რომ ნაციონალური მოძრაობის არც ერთ ლიდერთან მას ახლო უერთიერთობა არ ჰქონია. თუმცა, ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო დამოუკიდებელი არ ყოფილა.