„ლევან მურუსიძე არის ვირუსი, რომელიც წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა ქართულმა ოცნებამ," - ეს განცხადება საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა, ლევან მურუსიძის შესახებ გააკეთა.
ჯანდიერი მურუსიძეს "ქართული ოცნების დავალებების შემსრულებელს" უწოდებს.
„ლევან მურუსიძე არის ვირუსი, რომელიც წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა ქართულმა ოცნებამ. მაგრამ გადმობარებაც არის და გადმობარებაც. წინა ხელისუფლების დროს მას არ ჰქონდა არავითარი შესაძლებლობა და არც უფლება, რომ ელაპარაკა. ის არაფერს არ წარმოადგენდა იმ სისტემაში, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მას უთხრა, რომ მიიღეთ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილები, თქვენ იქნებით ჩემს სამსახურში, მაგრამ ჩვენ ამავდროულად მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს, მათ შორის, მორალური თვალსაზრისით, რომ თქვენი რეპუტაცია იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ, რომ იყოს,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ჯანდიერი ლევან მურუსიძეს „პროფესიულ მატყუარას“ უწოდებს და იმ საქმეებს იხსენებს, რომელთან დაკავშირებითაც მურუსიძემ გადაწყვეტილება გამოიტანა.
ჯანდიერს მაგალითად სანდრო გირგვლიანის საქმე მოჰყავს და ამბობს, რომ თავის დროზე ლევან მურუსიძემ ირინა ენუქიძეს არ მისცა უფლებამ, გასცნობოდა სისხლის სამართლის მასალებს.