19 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
"უკეთესი იქნება, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება დაუთმოს ამ დოკუმენტს“ - სალაძე ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ   

„პრაქტიკულად, ვენეციის კომისიამ უთხრა მმართველი გუნდს, რომ ის, რაც თქვენ დაწერეთ, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს,“  - ეს განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძე, ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ გააკეთა. 

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად.

„დღეს ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უკვე ჩვენთვის, მათ შორის, სამოქალაქო სექტორისთვის და არა ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებისთვის, რომელიც დღის მეორე ნახევარში ცდილობდა, წაეკითხა ამ დასკვნაში ის, რაც არ ეწერა სინამდვილეში,“ - განაცხადა სალაძემ.

სალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის დოკუმენტს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

„ამიტომ, უკეთესი იქნება ამ რეალობაში, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება დაუთმოს ამ დოკუმენტს,“ - აცხადებს სალაძე.  

 

 

დღის ამბები