19 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ვენეციის კომისია აცნობიერებს, რომ ეს არის პოლიტიკურად დამუხტული პროცესი - კარლ ჰარცელი მოსამართლეების შერჩევაზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ეხმაურება. მისი თქმით, აუცილებელია საკითხზე მსჯელობა. ჰარცელი იმედოვნებს, რომ განხილვის პროცესში ყველა მხარე იქნება ჩართული, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.

„ეს რეკომენდაცია აჩვენებს, რომ ვენეციის კომისია ნათლად აცნობიერებს, რომ ეს არის პოლიტიკურად დამუხტული პროცესი. რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არ არის მთავარი რჩევა, რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ეხება სასამართლო სისტემის ტექნიკურ მხარეს. ჩემი აზრით, ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა იმსჯელონ, საინტერესოა, რამდენად განსხვავებული პოზიციები გამოითქმევა. ჩვენი სურვილია, ვნახოთ, რომ პროცესში ჩართული იქნება ყველა მხარე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები და ფართო მსჯელობით მივიღოთ სასურველი შედეგი,“- აღნიშნა ჰარცელმა.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ის 18 მოსამართლე, რომელიც ასარჩევია, ყველა  ამ მოწვევის საკანომდებლო ორგანოს მიერ არ იყოს შერჩეული. ამ რეკომენდაციას ირაკლი კობახიძე პოლიტიკურს უწოდებს და მის გათვალისწინებას არ აპირებს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები